სასარგებლო ინფორმაცია

გაგზავნის შეზღუდვები

      Eagle Express -ი არ ახორციელებს გაგზავნას:

  • ავღანეთში
  • სხვა ქვეყნები სადაც მიმდინარეობს საომარი ქმედებები.
 
 

      არ ხორციელდება ისეთი გზავნილების გაგზავნა რომლებიც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით: 

საქართველოს ტერიტორიაზე:

  • დაუშვებელია მონეტების, ბანკნოტების,  ფულის ნიშნების  ან წარმომდგენის სასარგებლოდ ანაზღაურებას დაქვემდებარებული ნებისმიერი სახის ფასიანი ქაღალდების, სამოგზაურო ჩეკის, პლატინის, ოქროს ან ვერცხლის (როგორც ნაკეთობის, ასევე დაუმუშავებელი სახით), ძვირფასი ქვების, საიუველირო ნაწარმის და სხვა ძვირფასი ნივთების გაგზავნა.
  • აკრძალულია ცოცხალი ცხოველების გაგზავნა ნებისმიერი კატეგორიის გზავნილით.
  • მცენარეები.
  • ადამიანის სხეულის ნაწილები ან ნაშთები (ფერფლის ჩათვლით).
  • ცეცხლსასროლი იარაღი, პნევმატური, გაზის, ცივი იარაღის და მათი ნაწილები.
  • საბრძოლო მასალები, ფეივერკები, ვაზნები.
  • ნარკოტიკული ნივთიერებები.
  • ფსიქოტროპული, ძლიერი, რადიოაქტიური, ფეთქებადი, შხამიანი, აალებადი და სხვა საშიში ნივთიერებები.
  • ფეთქებადი, აალებადი, ტოქსიკური, კოროზიული, ფუჭებადი პროდუქტები და მასალები.
  • უსიამოვნო სუნის პროდუქტები.
  • საგნები და ნივთიერებები, რომლებიც ბუნებით ან მათი შეფუთვის გამო შეიძლება საფრთხე შეუქმნას Eagle Express -ის თანამშრომლებს, დაბინძურდეს ან გაფუჭდეს/დაზიანდეს Eagle Express -ის სხვა ტვირთი და აღჭურვილობა.
 საზღვარგარეთ (ზემოთ ჩამოთვლილის ჩათვლით):
 
  • ოქრო, ვერცხლი, სხვა ძვირფასი ან ნახევრად ძვირფასი ლითონები და ქვები;
  • აქციები, ობლიგაციები, ლატარეის ბილეთები და სხვა ფასიანი ქაღალდები;
  • სადაზღვევო დოკუმენტები და სხვა საგნები რომლებიც წარმოადგენს ღირებულებას;
  • სამხედრო ეკიპირება;
  • ალკოჰოლი და სხვა სასმელი, საკვები;
  • კოსმეტიკა, პარფიუმერია;
  • ნებისმიერი სითხეები, ნაყარი მასალები, სამშენებლო მასალები;
  • მედიკამენტები და სამედიცინო აღჭურვილობა;
  • ხელოვნების ნიმუშები, ანტიკვარიატი, მასალები რომლებიც შეიძლება გამოცხადდეს პორნოგრაფიის იდენტურობით ან სახელმწოფო პოლიტიკას მიაყენოს ზიანი;
  • ელექტრომოწყობილობა, მიკროსქემები;
  • საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მობილური ტელეფონები;
  • ბეწვი, ცხოველების ტყავი, მათგან დამზადებული პროდუქცია.